суббота, 28 марта 2015 г.

IX  დღე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა!

ჩვენი ტრენერის-დიანა მიქაძის  დიდი ძალისხმევითა და ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივიღეთ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, ამ გადმოსახედიდან გავაცნობიერე მანამდე შესრულებული პროექტის ნაკლოვანებები და არასრულფასოვნება. 

შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
კმაყოფილი ვარ ჩემი  და  ჩემი კოლეგების მუშაობით.
ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.დიდი მადლობა ქალბატონ დიანას


VIII დღე

განვიხილეთ მე 8 მოდული. სადაც პრეზენტაციის სხვადასხვა  მეთოდებზე გვქონდა საუბარი. წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომები და გავაკეთეთ პრეზენტაციები. ასევე გავაკეთეთ უკუკავშირი.  ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და რა როლი აქვს მასწავლებელს .

განვიხილეთ პროექტის გეგმები და საბოლოო სახეს ვაძლევთ ჩვენ ფაილებს  ხვალისთვის ასაწყობ ბლოგზე. შევიტანე შესწორებები გეგმაში.  საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე აღმოჩნდა. 


VII დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 5  , ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსსწავლეთა პროექტები. გავეცავით შეფასების გეგმას, შეფასების ფორმებს,რა პრინციპით უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმებზე, იმაზე რომ საჭიროა პერიოდულად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გადახედვა. სასწავლო პროექტებისგადახედვა.
ვისაუბრეთ რეფლექსიის მნიშვნელობაზე. ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია.


VI    დღე

  ვისწავლე გუგლდრაივის გამოყენება და მასალების ატვირთვა გუგლდრაივზე. თუკი აქამდე ეგრეთწოდებული ,, ფლეშკის"  მეხსიერების სიმცირის გამო მიწევდა ჩემი და მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალების წაშლა  რაც მიქმნიდა  დიდ დისკომფორტს, დღეიდან შემიძლია  შევინახო გუგლდრაივის საშუალებით ყველა ჩემთვის ღირებული მასალა, რაც ძალიან მახარებს. 
ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე. განვიხილეთ., გავიაზრე, დავგეგმე როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემი პროექტისთვის. დავინახე როგორ დამეხმარება ინტერნეტის გამოყენება 21-ე საუკუნის  მაღალი სააზროვნო უნარების  გამოყენებაში.
დავათვალიერეთ მოსწავლეების ნამუშევრები და განვიხილეთ ისინი. დავფიქრდი, გავაანალიზე როგორ დამეხმარება ეს ნაშრომები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში.
პროექტის გეგმაში შევიტანე გარკვეული ცვლილებები.


суббота, 14 марта 2015 г.

ტრენინგის  V  დღე
ძალიან შრომატევადი   დღე იყო..  დავამუშავე და გავიაზრე ელექტრონული წიგნის მეორე და მესამე მოდული..  განსაკუთრებული  სიახლე იყო ჩემთვის  საავტორო უფლებები დაცვის ზოგიერთი ნიუანსი .  გავნიხილეთ  პროექტში მუშაობისას უკუკავშირის მნიშვნელობა.  გავაკეთე სლადშოუს მონახაზი ჩემი პროექტისთვის. მომავალში ეს აუცილებლად დამეხმარება პრეზენტაციების  დამუშავებასა და წარდგენაში.გავიხსენე  ვორდზე მუშაობის  მივიწყებული ზოგიერთი ნიუანსი.
       მივდივარ დაღლილი  ..თუმცა კმაყოფილი.
ტრენინგის  I V  დღე

ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. აღმოვაჩინე რომ ფაქტიურად არ მცოდნია პროექტზე მუშაობა როგორ უნდა წავრმართო, როგორ გავგეგმო  ექტურად სასწავლო ღონისძიებები.
          ვისწავლე რომ  პროექტისთვის  ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვების  სწორად შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

    განვიხილეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები. პირადად ჩემი პროექტისთვის დავგეგმე  შეფასების კრიტერიუმები :თუ  კონკრეტულად რა  აქტივობას გამოვიყენებ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, წახალისების და თანამშრომლობის უნარების გამოსავლენად. როგორ მოვახდენ დაკვირვებას პროექტის მსვლელობაზე და რა აქტივობას მივმართავ იმის გამოსავლენად , თუ რა გაიგეს და რა უნარებს ფლობენ ბავშვები პროექტის დასასრულს.